აქციის მონაწილე მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდნენ

01/31/2017
Radio Atinati-ის მიერ

მონადირეები, რომლებიც ბუფერულ ზონაში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის უფლებას ითხოვენ, გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს და გუბერნატორ ლევან შონიას შეხვდნენ.

,,ისინი ითხოვენ დაცული ტერიტორიების ფარგლებში ნადირობას. ჩვენ მათ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ კანონის მკაცრი მოთხოვნები ასეთი ქმედების დაუშვებლობის თაობაზე. ამიტომ შევთავაზეთ ალტერნატივა, რომ მოვუწყოთ მათ სანადირო მეურნეობა იქ, სადაც კანონით აკრძალული არ იქნება,’’- განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრმა.

როგორც სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა აღნიშნა, შეხვედრა მძიმე იყო, თუმცა მონადირეების ნაწილთან შეთანხმება მაინც შედგა იმის თაობაზე, რომ სანადირო მეურნეობა შეიქმნება.

თავის მხრივ, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის თავმჯდომარის გურამ თირქიას თქმით, ისინი კანონმორჩილი ხალხია და მზად არიან, შეთანხმების პირობები შეასრულონ.

შეგახსენებთ, ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500 მეტრ ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან