ზუგდიდში ადვოკატებმა დავით ასათიანი მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს
სამეგრელოს რეგიონის ადვოკატებმა ზუგდიდში სპეციალური განცხადება გააკეთეს. ისინი დავით ასათიანს უჭერენ მხარს, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩვნებზე ყველაზე მეტი, 1 128 ხმა მიიღო და მეორე ადგილზე მყოფ ლევან ჯანაშიას ხუთასი ხმით უსწრებს. „ჩვენ ველოდებოდით, რომ გამარჯვებულ კანდიდატს ღირსეულად მიულოცავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ადამიანების გარკვეულ ჯგუფს სურს, რომ დააქუცმაცოს ადვოკატთა ასოციაცია, რაც არამარტო ჩვენ, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასაც დააზარალებს. ასათიანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ადვოკატთა უმრავლესობამ მხარი სწორედ ასათიანს დაუჭირეთ “, - აღნიშნა დარიკო თორდიამ. ადვოკატები ამბობენ, რომ საკუთარ ხმებს დაიცავენ და იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სახის წინააღმდეგობა იქნება, სამართლებრივად გააგრძელებენ ბრძოლას. მათი შეფასებით, არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი მეორე ტური დაინიშნება, მასში მონაწილეობას, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ. არჩევნები მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სპორტის სასახლეში ჩატარდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში ადვოკატებმა დავით ასათიანის მხარდასაჭერი განცხადება...
PalitraNews
„ახალგაზრდა იურისტები“ - პროკურატურა „ლაზიკა კაპიტალის“ საქმ...
Radio Atinati
აღკვეთის ღონისძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა ბიძინა ესებუასთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა ბიძინა ესებუასთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე იმსჯ...
Radio Atinati
კონტროლის პალატა ზუგდიდში - Ukanonoba.com
ukanonobacom
"პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" - პროექტის პ...
Radio Atinati