„ახალგაზრდა იურისტები“ - პროკურატურა „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მიკერძოებულია
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის" შესახებ კვლევა წარმოადგინა. მტკიცებით, პროკურატურა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებულია და უწყების მხრიდან ბიზნესის წინაშე ფინანსური დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საქმის კვლავ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთში დაბრუნება და იგივე პირების გამოძიებაში მონაწილეობა, ვის მიმართაც მხარეს პრეტეზიები ჰქონდა, საქმეზე სანდო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვასა და მიუმხრობელი გამოძიების პრინციპებს არღვევს.„მიკერძოებული და გამჭვირვალე არ არის გამოძიება. მნიშვნელოვანი ვარაუდია, რომ პროკურორები და გამომძიებლები არ სწირავენ გარკვეულ პირებს და ობიექტური გადაწყვეტილება არ დგება. ჩვენი მოთხოვნაა პროკურატურამ მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილებები. „ლაზიკა კაპიტალი“ ცნობილ იქნეს დაზარალებულად. ყალბი სეხები არის გამოწვევა პროლურატურისთვის, რადგან, თუ რომელიმე პირის პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს, მათთან ერთად პასუხი უნდა აგონ ყალბი სესხების მიმღებებმაც. ეს არის ხელისუფლების მხრიდან დარტყმა ბიზნესზე და სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბიზნესი“, - აღნიშნა კაიკაციშვილმა. "ახალგაზრდა ადვოკატებმა" აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან დასაბუთება მოითხოვა, რის პასუხადაც მიიღო, რომ ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ორგანიზაციის თქმით, არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომ ფერხდება გამოძიაბა, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ დ მფარველობენ თყ არა საჯარო მოხელეები დანაშაულთა შესაძლო დაკავშირებულ პირებს, ორგანიზაციის მტკიცებით, პროკურატურას საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვტილებისა და კომპანიის დაზარალებულად ცნობისთვის საკმარისზე მეტი მტკიცებულება გააჩნია და იმ პირთა სავარაუდო წრეც გამოიკვეთა, ვისი პასუხიმგებაში მიცემის საკითხი იკვეთება.კვლევის პრეზენტაციას დაესწრო „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი აქციონერი ბესიკ შენგელია. მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტით ბიზნესის ინტერესების უგულებელყოფა ხდება. მისივე თქმით, არსებობს გამოკვეტილი მტკიცებულებები, რომელსაც სამართლებრივი შეფასება სჭირდება. „რაც შეეხება ზარალს, საუბარია 800 000 ლარის თანხაზე. თუმცა, გარდა ამისა ჩვენ მივიღეთ მორალური ზარალი. ჩვენი პარტნიორები აღშფოთებულები არიან და მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა აფარებდეს ხელს დამნაშავეს პროკურატურა“, - აღნიშნა შენგელიამ. ახალგაზრდა ადვოკატებმა სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე ბოლო კვლევა 2017 წლის ივნისში გამოაქვეყნა. საქმეზე სახალხო დამცველის აპარატო მონიტორინგის პროცესს აგრძელებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ახალგაზრდა იურისტები თვითმმართველობის კანონს აკრიტიკებენ
Nato Gubeladze
"ახალგაზრდა იურისტები" - შვებულების პირობები კერძო სექტორსა...
NEO TV
"ახალგაზრდა იურისტები" - ალიმენტი და მისი დაკისრების პროცედუ...
NEO TV
ახალგაზრდა იურისტები - მხარდამჭერის მიმღები და მხარდამჭერი
NEO TV
ახალგაზრდა იურისტები - პოლიციელის და მოქალაქის უფლებები
NEO TV
ოლიმპიადა "ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის...
TV 25
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყრილობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალგაზრდა იურისტებისგან დაკომპლექტებული კომპანია, "გზა თავი...
Music Box