შემთხვევა სამტრედიის ქუჩაზე
სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალის ცხედარს პროზექტურაში ექსპერტიზაზე ცოტა ხანში გადაასვენებენ, ბინაში მყოფი სამივე ქალი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მომხდარი შემთხვევის შესახებ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი ქალი ორი დღის გარდაცვლილია. ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში კიდევ სამი ქალი დახვდათ, მათგან ორი უგონო მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთი ქალი გარდაცვლილის და არის, მეორე – ნათესავი, მესამე 30 წლამდე ქალი კი გარდაცვლილის დას ნაშვილები ჰყავდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილის დისშვილს, სავარაუდოდ, ფსიქიური პრობლემები აქვს. ის ერთადერთია, ვინც სახლში შესულ მაშველებს კონტაქტური დახვდათ. მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინაში ქალის ცხედარი დღეს იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. მეზობლების თქმით, მათ კარს არავინ უღებდა, რის შემდეგაც, მაშველები გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში ქალის ცხედარი დახვდათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შემთხვევა სამტრედიის ქუჩაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფეთქება თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 14 მარტი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უმძიმესი ავარიის კადრები | დაღუპულია 8 წლის ბავშვი
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ა...
Rioni.TV