თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე

04.09.2014 01:24

4 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თუმანიშვილის თეატრის დასმა ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებასთან დაკავშირებით შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხიელ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, დირექტორი ზურა გეწაძე და თეატრის მსახიობები დაესწრნენ. 2014 წლის, 31 ივლისიდან – 25 აგვისტომდე, ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა, წარმოადგინა სპექტაკლი - ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა”. სპექტაკლმა და თეატრის დასმა აღიარება მოიპოვა, როგორც პროფესიონალი კრიტიკოსებისგან, ასევე მაყურებლისგან. წამყვანმა ბრიტანულმა გაზეთმა „სთეიჯ“(The Stage) თუმანიშვილის თეატრალურ დასს „სამსახიობო ხელოვნებისთვის“ ჯილდო გადასცა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: