ქართული სეზონი ედინბურგის ფესტივალზე

23.09.2013 04:41

http://focustv.ge/ 2013 წლის 1 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალი „საჩუქარის" ეგიდით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, გაიმართა ქართული თეატრალური სეზონი. სეზონის ფარგლებში მონაწიელობას ღებულობდნენ: აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი სპექტაკლით „შუა ზაფხულის ღამის სიზმარი" -- რეჟისორი დავით დოიაშვილი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლით „კაბა" -- რეჟისორი ჰილარი ვუდი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლით „ჩემი თაობის ავტოპორტრეტი" -- რეჟისორი ნანა კვასხვაძე თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლით „მელოტი მომღერალი ქალი" -- რეჟისორი ზურაბ გეწაძე თეატრი ათონელზე სპექტაკლით „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო" -- რეჟისორი ქეთი დოლიძე.

გაზიარება: