შსს-ს მაშველები აჭარაში სამაშველო სამუშაოებს ასრულებენ
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში 20 სექტემბერს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ინტენსიურმა წვიმამ ქალაქ ბათუმში ჭაობის და ბონი-გოროდოკის დასახლებაში, ასევე, მაიაკოვსკის, ლერმონტოვის, 26 მაისის ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვა გამოიწვია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბათუმის სამაშველო განყოფილების მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილებზე სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით. სამუშაოებში ასევე ჩაერთნენ აჭარის ა/რ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და სხვა შესაბამისი სამსახურები. შექმნილი რთული ვითარების გამო, თბილისიდან დამატებით მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ოთხი სამაშველო ეკიპაჟი, ასევე ადგილზე იმყოფებიან ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით. ბათუმის მერიაში შექმნილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საგანგებო შტაბი. ჩატარებული ერთობლივი, კოორდინირებული რეაგირების შედეგად, მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს. სამაშველო ჯგუფებმა ოპერატიულად მოახდინეს საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუირება, წყალში ჩარჩენილი ავტომანქანებიდან მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების გადმოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ტექსტის სრულად წასაკითხად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/lDsNU0
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-ს მაშველები სტიქიის ზონაში მთელი დღის განმავლობაში უწყვე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვითარება ხულოში 06.09.2017
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მამაკაცი გადაარჩინეს
Music Box
აუტიზმის მსოფლიო დღეს მეხანძრე-მაშველები უერთდებიან
შუადღე GDS / shuadge GDS
შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაათვალიერა
Vakhtang Gomelauri
მაშველები ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველმა მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს
ბათუმელები / Batumelebi
უკრაინელი ალპინისტების ცხედრები..
odishitv