უკრაინელი ალპინისტების ცხედრები..
უკრაინელი ალპინისტების ცხედრები ზუგდიდში დღეს ვერტმფრენით ჩამოასვენეს. უშბის დალაშქვრის დროს დაღუპული უკრაინელი ალპინისტების ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ზუგდიდში დღეს ვერტმფრენით, სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოასვენეს, საიდანაც მოგვიანებით მათი პროზექტურაში გადასვენება მოხდა.როგორც შსს-ს სამაშველო სამძებრო სამსახურის უფროსმა დავით შათირიშვილმა განაცხადა, ამინდების გამო დღემდე ვერ ხერხდებოდა ცხედრების გადმოსვენება, ასევე ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ისიც, რომ მწვერვალი 3600 მეტრზეა ზღვის დონიდან. ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა , რომელიც როგორც გაირკვა ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა აღმოჩნდა, მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა თუმცა,უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე ჟურნალისტებთან არ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ უშბაზე დაკარგულ უკრაინელ ალპინისტებს მაშველები 3 დღის მანძილზე ეძებდნენ. 4 ალპინისტი კიევიდან უშბის დასალაშქრად 13 ივლისს გამოემგზავრა. უბედური შემთხვევა მწვერვალიდან დაშვების დროს მოხდა. 3 600 მეტრ სიმაღლეზე საშა ტარანიკს და დიმა ვოლოშინს დამცავი ბაგირი გაუწყდათ და ხევში გადაიჩეხნენ. http://www.odishi.ge/ / odishitv
მსგავსი ვიდეოები
უკრაინელი რეჟისორი „ჩერნობილის“ შემქმნელებს ადანაშაულებს
TV IMEDI
უკრაინელი რეჟისორი სერგეი ლოზნიცა თბილისის მე-19 კინოფესტივა...
TV IMEDI
უკრაინელი ჟურნალისტების სკანდალური ბრალდება მიხეილ სააკაშვილ...
TV IMEDI
უკრაინელი მოცეკვავეების ტვერკი | Twerk By Ukrainian Dancers...
Nichieri
უკრაინელი, რომლემაც უარი თქვა კიევში ცხოვრებაზე და საქართველ...
Music Box
უკრაინელი დელეგატის ემოციური გამოსვლა ევროპარლამენტში
Metronome მეტრონომი
უკრაინელი ჟურნალისტი: გაბუნიას ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადე...
TV IMEDI
უკრაინელი ჟურნალისტები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მორიგ კო...
TV IMEDI