ქართველმა მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს

08.02.2023 00:50

#turkey #turkeyearthquake2023 ქართველმა მაშველებმა თურქეთში, ქალაქ ადიამანში, ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული. შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველები ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან. 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში 6 თებერვალს გაემგზავრა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო