„მოამბე“ მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ქართველი მაშველები გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ. სამაშველო ღონისძიებაში შესაბამისი აღჭურვილობით ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მაშველი ძაღლებით მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები. ქართული სამაშველო ჯგუფის ამოცანას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების აღმოჩენა და გამოთავისუფლება წარმოადგენს. ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. გასულ ღამეს თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. კადრები, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ პირველი არხის ჯგუფმა გადაიღო. ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და პაატა გოცაძე მე-3 დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ. ადიამანში არსებული ვითარების შესახებ ბოლო მონაცემებს ნოდარ ჩაჩუა პირდპირ ეთერში მოგვაწვდის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 23 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ სტიქიის ზონიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ სტიქიის ზონიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 9 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 7 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩართვა თურქეთიდან -„მოამბე“ ბოლო ინფორმაციით სტიქიის ზონიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 18 საათზე, 26 იანვარი, 2020 #LIVE
პირველი არხი - LIVE