სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში
თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ორ ლოკაციაზე განაგრძობენ ქართველი მაშველები. სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული. ძებნა-შველის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები. ქართული სამაშველო ჯგუფის ამოცანას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების აღმოჩენა და გამოთავისუფლება წარმოადგენს. ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. გასულ ღამეს, თურქეთში ქალაქ ადიამანში რამდენიმესაათიანი სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. კადრები პირველი არხის ჯგუფმა გადაიღო. ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და პაატა გოცაძე მესამე დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება თურქეთში - „მოამბის“ გადამღები ჯგუფი უახლესი ინფორ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შოვში ცხრა დაკარგულ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამაშველო ოპერაცია თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება შოვში, სტიქიის ზონაში - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამაშველო ოპერაცია პანკისის ხეობაში
ტელეკომპანია თანამგზავრი
„მოამბე“ სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster