დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურია. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი. 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში პრემიერის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. მათ დამატებით 40 მაშველი უახლოეს მომავალში შეუერთდება. ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. ქართველი მაშველების საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში
ბათუმელები / Batumelebi
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ერდოღანის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - თურქეთში საქართველოს ელჩი,...
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 8 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განმეორებითი მიწისძვრა თურქეთში - რა ვითარებაა სტიქიის ზონაშ...
TV IMEDI