შვეიცარიული ბანკის ტრასტის აღიარება


შვეიცარიული ბანკის ტრასტმა აღიარა, რომ თავის მილიარდერ კლიენტს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ არ აცნობა, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფაქტმა შესაძლოა სინგაპურში მიმდინარე სასამართლო დავის შედეგი განსაზღვროს.

თავდაპირველად, სასამართლო პროცესის პირველი ცხრა დღის განმავლობაში შვეიცარული ბანკის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი კომპანის პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების მართვით შემოიფარგლებოდა და ყველა სახის დანაკარგზე თავად მაგნატი, ან მისი ქართველი ბიზნესმრჩეველი იყო პასუხისმგებელი.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტრასტისგან სასამართლოს გზით 800 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალისა და დაკარგული შემოსავლის ანაზღაურებისთვის დამატებით 800 მილიონ დოლარს ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი არც ბიძინა ივანიშვილს და არც თავად ბანკს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ამავე სტატიაში წერია, რომ სასამართლო პროცესი კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება და სასამართლო ვერდიქტს, სავარაუდოდ, 2023 წლის პირველ ნახევარში გამოიტანს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან