ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადება
12/28/2022
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები „კრედიტ სუისსთან“ მიმდინარე დავას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა.
ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: ჩვენ გვიწევს ისევ დავუბრუნდეთ საჯარო საინფორმაციო სივრცეს და საზოგადოების წინაშე გამოვიტანოთ ის საკითხებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ. ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება როგორც საქართველოში, ასევე, გვექნება მისი დასავლურ მედიაში გატანის მცდელობაც. რა თქმა უნდა, საერთაშორისო მედიაში საკითხის გატანა შესაძლებელი იქნება, თუკი ამ მცდელობამ ისეთივე ბედი არ გაიზიარა, როგორიც წინა შემთხვევებში.
შეგახსენებთ, წარსულში საერთაშორისო და შვეიცარიულ მედიას უპრობლემოდ გაჰქონდა ინფორმაცია ბანკის დარღვევებთან, ასევე, შვეიცარიული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ხარვეზებთან დაკავშირებით. თუმცა, როდესაც საქმე შეეხო ჩვენს განცხადებებს, რომ „კრედიტ სუისსის“ მენეჯმენტი განზრახ მოქმედებდა ბანკის იმიჯის, ისევე როგორც შვეიცარიის სახელმწიფოს რეპუტაციის დასაზიანებლად და ჩართული იყო პოლიტიკურ ზეწოლაში, ჩვენთვის მედიასივრცე დაუყოვნებლივ დაიხურა. თუკი ინფორმაციის ამგვარი ბლოკირება გაგრძელდება, ეს ცალკე, დამატებითი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს. ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითიც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება, სულ მცირე, ერთი წლით. ხოლო მეორე, ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმოირიცხა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად უსაფუძვლოა მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი არ წყდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.