ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადება


იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან დავაში, კიდევ ერთხელ საუბრობს „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართულ შანტაჟზე. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათი კლიენტისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხება ჯერ უკავშირდებოდა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“, შემდეგ გადარიცხვაზე უარი საბუთდებოდა გადარიცხვის დანიშნულებით, შემდეგ საბაბი გახდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მენეჯმენტმა ნახა, რომ არ აღსრულდა, შემდეგ მოხდა ის, რომ სინგაპურის მოსამართლის მითითების საფუძველზე, ბანკის მენეჯმენტმა რეზოლუციაც დაივიწყა, თუმცა, ეს მხოლოდ სინგაპურული ტრასტის ნაწილში, ხოლო გერნსის ტრასტის ნაწილში, სასამართლოს მოთხოვნა დატოვა. შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თანხის გადარიცხვა ვერ მოხდებოდა, რადგან ეს ტრასტის დახურვას გამოიწვევდა, რაც მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა.

ამასთან, ადვოკატების განცხადებით, „კრედიტ სუისმა“ კიდევ ერთი ახალი ბარიერი შექმნა და ტრასტი სამართავად მესამე პირებს გადასცა. თუმცა, მათი თქმით, ერთი წელიწადია ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, თუ ვინ მართავს მის ფულს, რასაც „კრედიტ სუისი“ არ პასუხობს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებითვე, როცა ბანკს ყველა ხელოვნურად შექმნილი ბარიერი ამოეწურა, გაჩნდა ახალი მიზეზი - ბიძინა ივანიშვილის დაუბადებელ შთამომავლებზე ზრუნვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან