ფაიფურში, 21-ე საარჩევნო უბანთან, „ქართული ოცნების“ აგიტატორები იმყოფებიან

10/30/2016
Radio Atinati-ის მიერ

ფაიფურის დასახლებაში, 21-ე საარჩევნო უბნის შესასვლელთან, მმართველი პარტიის აგიტატორები არიან შეკრებილნი. იქვე რამდენიმე წუთით იმყოფებოდა ზუგდიდის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია. რადიო „ათინათის“ კითხვაზე, თუ რა სტატუსით იმყოფებოდა უბანზე, მან უპასუხა, რომ სკოლებში არსებული ვითარება აინტერესებს.

„სკოლები საჯილდაო მოედანი არ არის. გახსოვთ, ალბათ, ჯიხაშკარში რაც მოხდა. ამიტომაც დავდივარ, რომ გავიგო როგორი სიტუაციაა სკოლებში“, - განმარტა ფარცვანიამ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჟანა ყურუას თქმით, 1023 ამომრჩევლიდან 17 საათისთვის საკუთარი არჩევანი 180-მა მოქალაქემ დააფიქსირა. ამ ეტაპზე, არცერთი საჩივარი დაწერილა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან