გერმანული მხარის ჯილდო ნინო ხარატიშვილს
გერმანიის ქალაქ მაინცში ნინო ხარატიშვილი გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ქართველ მწერალს, დრამატურგსა და რეჟისორს კარლ ცუკმაიერის სახელობის მედალი გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია მაინცის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. სცენაზე ნინო ხარატიშვილის პიესიდან რამდენიმე ეპიზოდი გათამაშდა. ასევე მწერლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან მცირე ეპიზოდის ჩვენება შედგა. ფილმი გერმანულმა არხმა „არტე“ საქართველოში გადაიღო. 55-წუთიან დოკუმენტურ მასალას სრულად მაყურებელი გაზაფხულზე იხილავს. ღონისძიებაზე ნინო ხარატიშვილი მაია ფანჯიკიძემ წარადგინა, რომელმაც მწერლის ბოლო რომანი „უკმარი სინათლე“ ქართულ ენაზე თარგმნა. დაჯილდოების ცერემონიას ასეულობით ადამიანი დაესწრო და ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს ქართველ მწერალს. ღონისძიების სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, ექსკლუზიურად, პირველი არხის მაყურებელი კვირას, 21:00-ზე, გადაცემაში „კვირის მოამბე“ ვრცელ რეპორტაჟში ნახავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის მთავრობის დელეგ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტ...
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტ...
საქართველოს პროკურატურა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზელიმხან ხანგოშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისა...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მზადება დიალოგის მეხუთე რაუნდისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster