გერმანული მხარის ჯილდო ნინო ხარატიშვილს

19.01.2023 01:00

გერმანიის ქალაქ მაინცში ნინო ხარატიშვილი გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ქართველ მწერალს, დრამატურგსა და რეჟისორს კარლ ცუკმაიერის სახელობის მედალი გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია მაინცის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. სცენაზე ნინო ხარატიშვილის პიესიდან რამდენიმე ეპიზოდი გათამაშდა. ასევე მწერლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან მცირე ეპიზოდის ჩვენება შედგა. ფილმი გერმანულმა არხმა „არტე“ საქართველოში გადაიღო. 55-წუთიან დოკუმენტურ მასალას სრულად მაყურებელი გაზაფხულზე იხილავს. ღონისძიებაზე ნინო ხარატიშვილი მაია ფანჯიკიძემ წარადგინა, რომელმაც მწერლის ბოლო რომანი „უკმარი სინათლე“ ქართულ ენაზე თარგმნა. დაჯილდოების ცერემონიას ასეულობით ადამიანი დაესწრო და ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს ქართველ მწერალს. ღონისძიების სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, ექსკლუზიურად, პირველი არხის მაყურებელი კვირას, 21:00-ზე, გადაცემაში „კვირის მოამბე“ ვრცელ რეპორტაჟში ნახავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის მთავრობის დელეგაციას შეხვდა
01:32

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის მთავრობის დელეგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
10:15

ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
01:21

საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტ...

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
01:07

საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტ...

საქართველოს პროკურატურა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის იუბილე
01:57

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის იუბილე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზელიმხან ხანგოშვილის საქმე
00:40

ზელიმხან ხანგოშვილის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
02:28

ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისა...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მზადება დიალოგის მეხუთე რაუნდისთვის
05:19

მზადება დიალოგის მეხუთე რაუნდისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო