აქცია სლოგანით 0,00009 ტოლერანტობა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტები საკონსტიტუციო სასამა

07.04.2017

მოძრაობა თეთრი ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ლაშა ბახუტაშვილის სარჩელზე საუბრობს. ლაშა ბახუტაშვილი მცირე რაოდენობით დეზომორფინით დაიჭირეს, რის გამოც მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. აქტივისტები მსგავს ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. „ბევრი ადამიანისთვის ეს ცვლილება იქნება შვება და ისინი გამოვლენ საპყრობილეებიდან. ამასთანავე ჩვენ 40-მდე ორგანიზაციასთან ერთად ვამზადებთ კანონპროექტს, რომელშიც მოხმარების ოდენობები იქნება განსაზღვრული. დღეს უმეტესობა ნივთიერებაზე არ არსებობს მინიმალური რაოდენობა და მიკროსკოპულ რაოდენობაზეც კი შეიძლება 5 წლით ჩაჯდეს ადამიანი ციხეში,“ - აცხადებს მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტი, ქეთა გაბუნია. მოძრაობაის აქტივისტებმა რიყის პარკში გამართულ მხარდამჭერ აქციაზე საპროტესტო ბანერი გადმოფინეს. link: http://rustavi2.ge/ka/news/72454

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო