თეთრი ხმაურის მოძრაობა: კოტე ჯაფარიძის საქმე

03.06.2016 03:59

2016 წლის 30 მაისს, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე, 22 წლის კოტე ჯაფარიძე, მოქმედი ნარკოპოლიტიკის მსხვერპლად იქცა. 2 გრ ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს (ექსტაზის) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ კოტეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წელი პირობითი სასჯელი და 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ● 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ● 10 წლით საექიმო და საადვოკატო ● პედაგოგიური ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში ● საჯარო სამსახურში საქმიანობის. ● პასიური საარჩევნო უფლებები. კოტე ჯაფარიძე არის კიდევ ერთი ცხადი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნგრევს პოლიციური ნარკოპოლიტიკა საკუთარ მოქალაქეებს მომავალს და ახორციელებს მათზე პერმანენტულ ტერორს. ვიდეომიმართვა ჩაწერილია კოტე ჯაფარიძის დაპატიმრებამდე 2 საათით ადრე. ‪#‎მოქმედებისდროა‬ ‪#‎ხმაურისდროა‬ ‪#‎კოტეჯაფარიძე‬ ‪#‎შეწყდესდევნა‬

გაზიარება: