პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა


ევროკავშირის მედიატორობით ჩატარებული მეორე უშედეგო რაუნდიდან ორი კვირა გავიდა, თუმცა დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ კრისტიან დანიელსონი თვის ბოლომდე შესაძლოა საქართველოში მესამედ ჩამოვიდეს და ამჯერად ევროპის ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩამოჰყვნენ. მოლაპარაკების განახლების სურვილი აქვს აშშ-ის ელჩსაც, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას რთულ კომპრომისებზე წასვლისკენ მოუწოდებს. თუმცა საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს ხელისუფლება და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია სხვადასხვანაირად განმარტავენ. პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩნდება იმ პოლიტიკური ორგანიზაციის შეთავაზება, რომელიც არც ოპოზიციის მიერ არჩეულ ბოიკოტის გზას იზიარებს და არც ხელისუფლების ტაქტიკა არ მოსწონს. „გირჩი“ შვიდ პუნქტიან წინადადებას აქვეყნებს და მათგან თუნდაც ერთი პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტში შესასვლელად მზად არის. ხვიჩია-მეგრელიშვილ-რაქვიაშვილის გუნდი დანარჩენი ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნედ კიდევ ერთხელ იქცა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან