გზავნილები ევროპარლამენტიდან
ოთხთვიანი დაპირისპირების შემდეგ პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა რეალური ხდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი რამდენიმე საათში თბილისში იქნება. შვედი დიპლომატი ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევაში უნდა დაეხმაროს. კონსენსუსისთვის დრო ცოტა რჩება, ამიტომ შარლ მიშელის მიერ თბილისში დატოვებულ ექვსპუნქტიან საკითხებზე პირველი დიალოგი უახლოეს დღეებში გაიმართება. კრისტიან დანიელსონის მედიაციით დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დიდ იმედებს ამყარებს ბრიუსელი, სადაც საქართველოში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას პოლიტიკური დებატები მიეძღვნა. ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილია კრიზისის სასწრაფოდ განმუხტვა, ორივე მხრიდან კომპრომისი და პარტიულზე მაღლა სახელმწიფო ინტერესების დაყენება. იყო მკაფიო მოწოდებები და შენიშვნები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მისამართით. გამომსვლელთა განწყობებმა და რიტორიკამ აჩვენა, რომ ბრიუსელი საქართველოში არსებული სიტუაციით სერიოზულად შეშფოთებულია და პროგრესის პირველ ნიშნებს 16 მარტისთვის ელოდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გზავნილები ევროპარლამენტიდან
TV IMEDI
გზავნილები ევროპარლამენტიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გზავნილები ევროპარლამენტიდან - ევროპული პოლიტიკური კულტურა ბ...
TV IMEDI
თბილისში ევროპარლამენტიდან გზავნილები მნიშვნელობას პარტიული...
TV IMEDI
მწვავე გზავნილები ევროპარლამენტიდან - დებატები საქართველოში...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და გზავნილები ევროპარლამენტიდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ასოცირების შეთანხმების ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო დამკვირვებლების გზავნილები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster