ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და გზავნილები ევროპარლამენტიდან
დღევანდელი დიალოგის დაწყებამდე პოლიტიკურმა ლიდერებმა ბრიუსელიდან ახალი და მკაფიო გზავნილები მიიღეს. ევროპარლამენტიდან და ევროკომისიიდან საერთო მოწოდებაა, რომ კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განიმუხტოს, პოლიტიკოსებმა შესაძლოა არაპოპულარული, მაგრამ ხალხის ინტერესებზე მორგებული ნაბიჯები უნდა გადადგან და პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მაღალი დონის შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში ჰქონდა. საერთაშორისო დასკვნებზე დაყრდნობით ევროპელი დეპუტატების გზავნილია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. გაკეთდა საყურადღებო მინიშნებებიც, რომ კრიზისის მოგვარების პროცესში ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობა დროულად უნდა იყოს გამოყენებული და რომ შესაძლებლობის ფანჯარა შესაძლოა მალე დაიხუროს. დეპუტატი მარინა კალიურანდი პირდაპირ ამბობს, რომ შარლ მიშელის მისიის წარუმატებლობის შემთხვევაში საქართველოსთან თანამშრომლობა შესაძლოა გართულდეს. „მოამბე“ განაგრძობს ბრიუსელში მუშაობას, ანა ბროლაძე აშუქებს ქართული დელეგაციის შეხვედრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტის განცხადება და პირველი ვეტო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის გზავნილები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გზავნილები გაერო-ს ტრიბუნიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 7 ოქტომბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების პოლიტიკური გზავნილები
TV IMEDI
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი აგვისტოს ომის 11 წლისთა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster