„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება

07.08.2019 01:06

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.  ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ის არის რუსეთი. მაგრამ, მისივე თქმით: „ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც „შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია - ეს ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია“. ის ამავე განცხადებაში ამბობს, რომ გზავნილები, რომლის მიხედვითაც, თითქოს საქართველომ აგვისტოს ომის ხარჯზე ამოისუნთქა, არის ცინიზმი  განსაკუთრებით  დაკარგული ტერიტორიების,  გმირი მებრძოლების,  გაუბედურებული ოჯახების, საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი მოსახლეობის ფაქტორის გათვალისწინებით. ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებსაც  გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  2012  წელს,  ხელისუფლების ცვლილება თითქოს ვლადიმერ პუტინმა  უზრუნველყო და ბიძინა ივანიშვილიც მან მოიყვანა ხელისუფლებაში.  ღარიბაშვილის შეფასებით,  სააკაშვილის ამ სახის განცხადებებმა ყოველგვარ  მოლოდინს  გადააჭარბა.  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი მიიჩნევს, რომ კოჰაბიტაცია ისეთ ძალასთან, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“,  ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება
02:54

ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#თავისუფალიხედვა საზოგადოების განწყობების ორი ტესტი - არჩევნები და სოციოლოგიური კვლევა #LIVE
01:26:01

#თავისუფალიხედვა საზოგადოების განწყობების ორი ტესტი - არჩევნ...

ფარული მასალები და კომპრომატებით ომი არჩევნების წინ #დღისთემა #LIVE

ფარული მასალები და კომპრომატებით ომი არჩევნების წინ #დღისთემ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არჩევნები 2019
02:12

არჩევნები 2019

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოთხი საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლის დებატები - პოლიტიკური თოქ-შოუ #ტრიბუნა #LIVE
01:18:00

ოთხი საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლის დებატები - პოლიტიკუ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ენმ ანზორ ბოლქვაძისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ითხოვს
02:39

ენმ ანზორ ბოლქვაძისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ითხოვ...

აჭარა ენმ / Adjara unm

„ქართული ოცნების“ ათი წელი - პრემიერის გამოხმაურება
00:55

„ქართული ოცნების“ ათი წელი - პრემიერის გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ ათი წელი - პრემიერის გამოხმაურება
03:21

„ქართული ოცნების“ ათი წელი - პრემიერის გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო