არჩევნები 2019

17.05.2019 02:12

„ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე დღეს მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც დაესწრნენ. გივი მოდებაძემ სოლიდარობა გამოუცხადა მაღაროელებს და თქვა, რომ ჭიათურელთა პრობლემებს კარგად იცნობს და მათი მოგვარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ჭიათურის მოსახლეობას კი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: