ჩაშლილი მოლაპარაკებები და პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა
პოლიტიკური დიალოგის უშედეგოდ დასრულების გამო ორივე მხარე პრეზიდენტის შენიშვნას იღებს. სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას და ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან უთხრა, რომ კომპრომისზე წასვლის გამბედაობა არცერთს აღმოაჩნდა. პრეზიდენტის ეს გზავნილი არ გაკვირვებია მმართველ გუნდს, საპარლამენტო ოპოზიციიდან კი სალომე ზურაბიშვილს შეახსენეს, რომ ევროკავშირის ჩართვამდე კრიზისის დასაძლევად მხარეებს შორის მედიატორობა თავად მას უნდა ეკისრა. მმართველ გუნდს და ოპოზიციას შარლ მიშელის მედიაციით დიალოგის გაგრძელების იმედი არ დაუკარგავს, თუმცა მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისასვლელად ორივეს საკუთარი პირობები აქვს - „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ულტიმატუმებზე უარისკენ მოუწოდებს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კი ხუთივე პუნქტზე, მათ შორის ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზაზე შეთანხმებას ითხოვს, რაც დანიელსონის დოკუმენტში ნახსენები არ არის. „გირჩი“, რომელიც ოპოზიციის მიდგომას არ იზიარებს და დოკუმენტის ხელმოსაწერადაც მზად იყო, საკუთარ გეგმას კვირას გამოაცხადებს. მანამდე კი საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგშია: ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან ხელისუფლებას დღეს თავშეკავებისკენ, ოპოზიციას კი კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ მოუწოდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პოლიტიკური კრიზისის მე-6 თვეს საერთაშორისო კრიტიკა კიდევ უფრ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ჩაშლილი მოლაპარაკებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური პროცესები ქუჩაში რჩება - ოპოზიცია აქციებისთვის იწ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანგრძლივი და გადამწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში პ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ჩაშლილი მოლაპარაკებები და შეფასებები გორში
Trialeti TV
ჟენევის მოლაპარაკებები და ჩაშლილი სესია
TV IMEDI
უთანხმოება და ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩაშლილი მოლაპარაკებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster