„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გადაიდო


პარლამენტში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო. გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მმართველი გუნდი ამ ვადაში ოპონენტებს სამართლებრივი არგუმენტების წარდგენას სთხოვს, თუ რატომ არ უნდა იყოს ცვლილებები მიღებული და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანილი. ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმებოდა. ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის საფუძველი შეიძლება გახდეს - „მოქმედება ან უმოქმედობა“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან