დავით ლოგუა
დათო ლოგუა პირველად ცხრა წლის წინ გახდა მამა და იმ დღიდან მოყოლებული, შვილის სიხარულ, წუხილს, ტკივილს თუ დადებით ემოციას იზიარებს. ახლა უკვე ორგზის მამაა, ჰყავს ანი, რომელიც რამდენიმე დღეში 9 წლის გახდება და ექვსი თვის სანდრო. თვლის, რომ ბავშვებისთვის ორივე მშობელთან ხარისხიანად დროის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასაკიდან გამომდინარე მათთან სხვადასხვანაირი ურთიერთობა აქვს. ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში მშობლის უნარები, ტექნიკა და მიდგომები გამოუმუშავდა, სახლის საქმეებიც, გასარეცხი იქნება ბავშისთვის თუ გამოსაცვლელი, კარგად და ადვილად გამოსდის. ,,როცა ანი წამოიზარდა მასთან ერთად თანაცხოვრების პერიოდში ვაყალიბებდი საკუთარ თავს, საუთარ ემოციებს, ვმართავდი საკუთარ ქცევით ნორმებს, იმიტომ რომ, არავინ არ ვართ იდიელურები და ვუშვებთ გარკვეულ შეცდომებს ბავშვბთან მიმართებაში და ამ შეცდომებს არ უნდა ჰქონდეს პერმანენტული სახე . როცა ვნახავთ, რომ რაღაც ქცევა ბავშვზე აისახება უარყოფითად, ავტომატურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ქვცევა შეიცვალოს და მოვარგოთ ბავშვის კეთილდღეობას. ეტაპობრივად ისეთი კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ერთმანეთს მეტნაკლებად ძალიან კარგად ვიცნობთ, გვაქვს ბევრი საერთო’’, - გვიყვება ანის და სანდროს მამა დათო ლოგუა. დათო ცდილობს, რომ ორივე შვილის თანაბრად დაუთმოს დრო, ესაუბრება, ეთამაშება, ასწავლის, უვლის, აძინებს, სეირნობს მათთან ერთად. მისი მიზანია შვილები დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანები იყვნენ. ,,ხშირად მივმართავთ სამაგიდო თამაშებს, რომელიც აუცილებელი არის ოჯახური ურთიერთობის იდილიისთვის, ბანქოს ვთამაშობთ ერთად , სადაც მთავარი გმირი არის ვალეტი, რომელიც ყველაზე ძლიერია, როდესაც მე ჩემს ქალიშვილთან ვთამაშობ, ვალეტის უფლებამოსილება და კომპეტენციები დავაკნინე და გავზარდე ქალის, და ვალეტის ფუნქციები დავაკისრე ქალს, შესაბამისად ეს ქალი ამ ჩვენს თამაშში არის ყველაზე ძლევამოსილი , რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ასეთნაირად ვცდილობ, რომ მასში დამოუკიდებელი პიროვნება ჩამოყალიბდეს’’, - გვიყვება დათო. მამის დღესთან დაკავშირებით ანიმ საყვარელ მამას სიმბოლური საჩუქარი მოუმზადა და მამის დღე მიულოცა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჯემალ ჭკადუა - (საია) დავით ლოგუა - (სამართლიანი არჩევნები)
Radio Atinati
"კურსორის" სტუმარია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი...
მეცხრე ტალღა
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
Radio Atinati
წინასაარჩევნო გარემოს შეფასება
Radio Atinati
მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის შეფასება
Radio Atinati
5-6 ივლისის მოვლენების შეფასება
Radio Atinati
„მამის დღე“ ზუგდიდში პირველად აღნიშნეს
Radio Atinati
კონფლიქტები და ქართულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობები - დისკუსია...
Radio Atinati