რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. მათგან სამი ბავშვია. დაღუპულია სამი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს. ამასთან, კიევსა და კიევის ოლქზე ღამით რუსეთის იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებულია ექვსი მრავალსართულიანი და 20-ზე მეტი კერძო სახლი. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქზე დარტყმა აზოვის ზღვის აკვატორიიდან „კალიბრის“ტიპის სამი რაკეტით განახორციელეს, საიდანაც ორი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების ზონას, უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 133 შეტაკება მოხდა, ყველაზე მეტი პოკროვსკის მიმართულებაზე. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 2400-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 – ხარკოვზე იერიშისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster