#მოამბე 21 საათზე, 28 თებერვალი, 2024 #LIVE

28.02.2024 58:50

• პარლამენტის თავმჯდომარე ვეტინგის მომხრე ოპოზიციას და არასამთავრობოებს სპეციალური განცხადებით პასუხობს და ქართული სასამართლო სისტემის ალბანეთთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებას დიდოსტატის პირველთანრიგოსნებთან შედარებას უწოდებს; ალბანურ-მოლდოვური მოდელის მხარდამჭერთა მოთხოვნა და მმართველი გუნდის პოზიცია • გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების ახალ გაერთიანებას 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება - მთავარი ოპოზიციური პარტიიდან წასული ლიდერების, დაბრუნებულების, თუ გამიჯვნის მსურველთა პოზიციები და ხელისუფლების ოპონენტთა გაერთიანების ბუნდოვანი პერსპექტივა • დასავლეთი უკრაინის საკითხებზე პოლიტიკურ დებატებს განაგრძობს - უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნაზე ემანუელ მაკრონის განცხადებას ევროპის დედაქალაქებთან ერთად ვაშინგტონიც არ ეთანხმება; ალბანეთში ვიზიტად მყოფი ზელენსკი ბალკანეთის ლიდერთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს • საქართველოს არქივებში დაცული უნიკალური მასალების ციფრულ ფორმატში გადაყვანა - სასურველი ინფორმაცია და ხალხური მრავალხმიანობის კონკრეტული ნიმუშები ქართული ფოლკლორის ონლაინ კატალოგში ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: