#მოამბე 21 საათზე, 10 თებერვალი, 2023 #LIVE

10.02.2023 01:02:15

• თავდაცვის მინისტრი აშშ-ში - ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან, სტრატეგიული პარტნიორის დახმარება საქართველოს და ვაშინგტონის გზავნილები • მიწისძვრის შედეგები თურქეთში - „მოამბე“ სტიქიის ზონიდან - საქართველოს კიდევ ერთი დაღუპული მოქალაქე, ნანგრევებიდან 90 საათის შემდეგ გადარჩენილი დედა-შვილი და მიმდინარე სამაშველო სამუშაოები • პრეზიდენტი ხელისუფლებას საგარეო ასპარეზზე პოზიციონირებას უწუნებს და რუსულ ნარატივთან უნისონსა და პროპაგანდაზე საუბრობს - ოპოზიციის ნაწილი გზავნილს იზიარებს, მმართველი გუნდი კი სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებში ოპოზიციის პროპაგანდას ხედავს და მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს • საქართველოს პირველი არხის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „მეფე ერეკლე - რეპორტაჟი ისტორიიდან“ - ვასილ მაღლაფერიძის ფილმის საპრემიერო ჩვენება პატარა კახის მშობლიურ ქალაქში და შემოქმედებითი ჯგუფის შეფასებები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: