#მოამბე 21 საათზე, 28 თებერვალი, 2023 #LIVE

28.02.2023 01:02:25

• ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - ელჩების განცხადებები, მმართველი გუნდის მკვეთრი პოზიცია და პოლიტიკური შეფასებები • პარტია „მოქალაქეების“ მიერ წარდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატს ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს, ნაწილი კი წინააღმდეგია - უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არგუმენტების შეჯერებით მიიღებს • დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიის სავაჭრო ზომებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს - ბრექსიტის შემდეგ მიღწეულ შეთანხმებას დასავლელი ლიდერები ბრიტანეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ გარღვევას უწოდებენ • გამოფენა „ნულოვანი ზღვარი“ თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში - ტრადიციული ჟანრი ახლებური ხედვით და თანამედროვე არტისტებთან დაწყვილებული სამუზეუმო კოლექციის ნამუშევრები, რამაც დრო, საზღვრები და არტისტული იერარქიები უნდა გააქროს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: