რა პირობებში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები ისრაელში


რა პირობებში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები ისრაელში და არის თუ არა მათი უსაფრთხოება დაცული? - საქართველოს საელჩომ, ისრაელში მცხოვრებ ქართველებს სპეციალური ფორმის შევსება სთხოვა იმ შემთხვევისთვის, თუ ევაკუაცია გამოცხადდება. ამით საელჩო მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ცდილობს, რათა მათთან რეაგირება დროულად მოხდეს. ამის შესახებ „მოამბეს“ თავად კონფლიქტის ზონაში მყოფმა ქართველებმა განუცხადეს. ბათიამში მცხოვრების თქმით, ქალაქში სიმშვიდეა და თავდაცვითი სისტემა  - რკინის გუმბათი კარგად მუშაობს, თუმცა ისინი ცხოვრებას, რა თქმა უნდა, შიშის ფონზე აგრძელებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან