სოლიდარობის აქცია - „თავისუფლების სიგნალი“
29 დეკემბერს ცნობილი ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობას მთელი საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით გააპროტესტებენ. „თავისუფლების სიგნალი“, - ამ ლოზუნგით სოლიდარობის აქციები ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელში ერთდროულად გაიმართება. აქციებისთვის ემზადებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც. ამ ფორმით საზოგადოება კიდევ ერთხელ მოითხოვს, გათავისუფლდეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც 20 დეკემბერს არაღიარებულმა რეჟიმმა ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პარალელურ რეჟიმში მედიკოსის სახლში დასაბრუნებლად მუშაობას განაგრძობს ოჯახის და ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი. ცალკე ჯგუფია შექმნილი რეზონანსულ საქმეზე სხვადასხვა მხარესთან კომუნიკაციისთვის. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი მოწოდებების ფონზე დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან მაინც მწვავე განცხადებები კეთდება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ისევ არ აქვს ინფორმაცია, რა პირობებში იმყოფება ექიმი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია თავისუფლების მოედანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„უკრაინის და ჩვენი თავისუფლებისთვის“ - სოლიდარობის აქცია რუს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„გირჩი მეტი თავისუფლებას“ წევრებმა ვარკეთილში გარევაჭრობა დ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
"ვიფიქროთ, როგორ შევძლოთ სოლიდარობის კულტივირება საზოგადოება...
რადიო თავისუფლება
თენგიზ ჯგუშია: ზუგდიდში სარალიძის მხარდამჭერ აქციას ლგბტ თემ...
Radio Atinati
დრონის კადრები - უკრაინის სოლიდარობის აქცია
რადიო თავისუფლება