შემთხვევა ხონში
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხონში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს არღვევდა. პოლიციის მიერ შეჩერებულმა, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის დააკავეს. შსს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებისას დაზიანებები მიიღეს როგორც ბრალდებულმა, ასევე პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. დაკავებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა სცემა. საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შემთხვევა ხობში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს სამმაგ მკვლელობას იძიებს - შემთხვევა დღეს ხობში მოხდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემთხვევა სამტრედიის ქუჩაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხობში ხანძრისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"არ გვაქვს მინიმალური საჭიროების შესაბამისი ფსიქიკური ჯანდაც...
რადიო თავისუფლება
დაშავებულების მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მშობიარის დაღუპვის მორიგი შემთხვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster