ვენეციის ბიენალე

12/21/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯაროდ დასახელდა კურატორის ვინაობა, რომელიც 2013 წელს, ვენეციის 55-ე ბიენალეზე საქართველოს წარადგენს.

კონკურსი საკურატორო წინადადებაზე (კონცეფციის სახით) ქართული პავილიონის წარსადგენად ვენეციის 55-ე ბიენალეზე კულტურის სამინისტრომ 2012 წლის 3 დეკემბერს გამოაცხადა, სულ შემოვიდა 17 საკურატორო წინადადება. კომისიამ ორდღიანი განხილვის შედეგად (11-12 დეკემბერი) შეარჩია კურატორ იოანნა ვარშას პროექტი „ევრორემონტები, უკანასკნელი 20 წლის სოციალური და პოლიტიკური ალიაქოთი საქართველოში\".

წლევანდელი ბიენალეს თემაა „ცოდნის ტაძარი\". ფორუმი გაიხსნება ვენეციაში 2013 წლის 1 ივნისს.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან