ვენეციის ბიენალე

20.12.2012

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯაროდ დასახელდა კურატორის ვინაობა, რომელიც 2013 წელს, ვენეციის 55-ე ბიენალეზე საქართველოს წარადგენს. კონკურსი საკურატორო წინადადებაზე (კონცეფციის სახით) ქართული პავილიონის წარსადგენად ვენეციის 55-ე ბიენალეზე კულტურის სამინისტრომ 2012 წლის 3 დეკემბერს გამოაცხადა, სულ შემოვიდა 17 საკურატორო წინადადება. კომისიამ ორდღიანი განხილვის შედეგად (11-12 დეკემბერი) შეარჩია კურატორ იოანნა ვარშას პროექტი „ევრორემონტები, უკანასკნელი 20 წლის სოციალური და პოლიტიკური ალიაქოთი საქართველოში". წლევანდელი ბიენალეს თემაა „ცოდნის ტაძარი". ფორუმი გაიხსნება ვენეციაში 2013 წლის 1 ივნისს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: