ვენეციის ბიენალე

05/22/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

პროექტს \"კამიკაძე ლოჯია\" ქართველი არტისტები მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან თანამედროვე ხელოვნების \"ვენეციის ბიენალეზე\" წარადგენენ. უნიკალური ურბანული სივრცის სახეცვლილება, ავთენტურ შენობებზე, ე.წ \"ლოჯიების\" მიშენება. საბჭოთა შენობების გავრცობა-გაფართოების ტრადიცია, 90--იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც ბუნებრივი უკანონო რეაქცია, ახალ დროებაზე. კონცეფციიდან გამომდინარე არაფორმალური იქნება ქართული სივრცეც. თანამედროვე ხელოვნების ბიენალეზე, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართველი არტისტებისთვის გამოყოფილ პავილიონს, ე.წ. \"ლოჯია\" ექნება მომატებული. არტისტები ვენეციის 55--ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საკუთარ კონცეფციას, ვიდეო არტით, პერფორმანსითა და ინსტალაციით წარმოადგენენ.

\"ვენეციის ბიენალე\" საქართვლოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული პროექტია. წელს \"ვენეციის ბიენალეზე\" ქართული პავილიონი ყველაზე წარმომადგენლობითი იქნება.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან