რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი


ამერიკის სენატს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე, კანონპროექტი  წარედგინა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთზე ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა უნდა გაიზარდოს.

პროექტის თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოსთხოვოს ოფიციალურ მოსკოვს, ყირიმი უკრაინის ხელისუფლების კონტროლს დაუბრუნოს, ასევე შეწყვიტოს ოკუპაცია და მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე მყოფი სეპარატისტებისადმი. „რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის მიზნების ჩამონათვალში კი განისაზღვრა, რომ ფონდმა უნდა „უპასუხოს ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობას, რაც რუსეთის მიერ, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შეჭრითაა და ოკუპაციით არის გამოწვეული“- ვკითხულობთ პროექტის ტექსტში. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან