რუსული რუბლის კურსი მინიმალურ ნიშნულზეა
რუსული რუბლის კურსი ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმალურ ნიშნულზეა. მოსკოვის საფონდო ბირჟის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულებამ პირველად, ბოლო ორი წლის განმავლობაში 68 რუბლს გადააჭარბა. რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსმა ვარდნა რვა აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. რუსეთის ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, რომ რუბლის კურსის ვარდნა პოტენციურ სანქციებზე ბუნებრივი რეაქციაა. რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა თურქული ლირის კურსიც. გასული კვირის ბოლოს თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 2001 წლის შემდეგ მაქსიმალურად გაუფასურდა. თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. თურქეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ბაზრების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ყველა ზომას მიმართავს.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსული რუბლის კურსი 03.07.2015
TeleTrade Georgia
#isetinmedia | რუსული რუბლის გაცვლით კურსზე
ISETchannel
#Forbesკვირა - გიორგი ისაკაძის პროლოგი რატომ მყარდება #ლარი...
Business Media Georgia
ლარის კურსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი გაზრდილია
TV IMEDI
13 რუსული დიალოგები: კვირის დღეები
populars ge
ლარის კურსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთი აშშ დოლარის ღირებულება, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 2.5...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster