საავტორო უფლებები და კონტექსტი

16.10.2022 48:07

ახალი ვიდეოების მათ განთავსებისთანავე სანახავად გამოიწერეთ ლიტაგორას არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს. ოპტიკური ნაკადი #5 სტუმარი: ელენე აბაშიძე 2022 წლის ზაფხულში ქართულ მეკობრულ ვებ გვერდებს სადაც მაყურებელს წლების განმავლობაში ფილმების ფართო სპექტრის ნახვა შეეძლო, მსგავსი პროდუქციის გავრცელება აეკრძალათ. კანონიერი მოთხოვნაა და ერთი შეხედვით ვერც შეედავები, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხს კონტექსტიდან ამოვგლეჯთ და მას მხოლოდ საავტორო უფლებების ჭრილში განვიხილავთ. ამავდროულად, თუნდაც საავტორო უფლებების დაცვის არგუმენტის შემთხვევაში - ჩნდება კითხვა თუ რატომ არ აიკრძალა მსგავსი ვებ გვერდები წლების განმავლობაში და რატომ მოხდა ეს ახლა? პასუხი ცხადია, საკითხი სხვა კომპანიის ინტერესებშია, არა რომელიმე კონკრეტული ჰოლივუდური თუ ევროპული, უშუალოდ ფილმების მწარმოებელი კომპანიის, არამედ ადგილობრივი კომპანიის, რომელსაც წინა გამოცდილება ოპერირებაში ხელს უშლიდა. ცხადია, აქამდე არსებულ პირატულ პლატფორმებს ალტრუისტული მიზნები არ ამოძრავებდათ, რა თქმა უნდა, მათი მთავარი მიზანი ისევე როგორც მათი ჩამნაცვლებლის უპირველესყოვლისა ფინანსურადაა მოტივირებული, მათ შორის სხვაობა კი უბრალოდ განსხვავებული ბიზნესს მოდელშია და ასევე თამაშის წესებში. თუმცა, საქმე ისაა რომ წინა მოდელში ფილმები ხელმისაწვდომი ყველასათვის იყო, და ამრიგად თანხვედრაში მოდიოდა საზოგადო ინტერესებთან. დღეს კი ეს უფლება მხოლოდ მათ რჩებათ ვისაც თვეში გარკვეული თანხის გადახდა მძიმე ტვირთად არ დააწვება. ოპტიკური ნაკადის ამ ეპიზოდის სტუმარი ელენე აბაშიძეა, ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯის თანამედროვე ხელოვნების კურატორობის მაგისტრი და ამავდროულად, ე.ა. საგამოფენო სივრცის დამაარსებელი და პერიოდული გამოცემის “დანართი”-ის თანადამაარსებელი და თანარედაქტორია. ელენეს ეს გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ თემა ფართო კონტექსტში მიმოვიხილოთ იმდენად რამდენადაც საავტორო უფლებების საკითხი არ არის მხოლოდ საავტორო უფლებების საკითხი, არამედ ის უფრო ფართო, კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილში დასანახი პრობლემაა. 00:00 - შესავალი 06:12 - ინტერნეტი როგორც საგანმანათლებლო რესურსი საზოგადოებისთვის 17:23 - სტრიმინგი მხოლოდ ნაწარმისთვის? 22:53 - საავტორო უფლებები როგორც ძალაუფლების საგანი 32:40 - კონტექსტის მნიშვნელობა 37:15 - საჯარო VS კომერციული გალერეები და სივრცეები 41:00 - კონტექსტი დროშია, გუშინ და დღეს პოდკასტის წამყვანი და ვიდეო: დათო ლობჟანიძე ტიტრები და thumbnail: სალომე ლეჟავა მუსიკა: Yung Logos - Fat Man მარშრუტი: თბილისი. კოტე აფხაზის ქუჩა - მეტეხის ხიდი - რიყის პარკი - მშვიდობის ხიდი - ერეკლე II-ის ქუჩა - ჩახრუხაძის ქუჩა - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა - ვეკუას ქუჩა - ნატო ვაჩნაძის ქუჩა - ლადო გუდიაშვილის ქუჩა - არჩილ ჯორჯაძის ქუჩა - რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა - რევაზ ლაღიძის ქუჩა - შოთა რუსთაველის გამზირი პოდკასტის აუდიო ნაწილი ჩაწერილია The Arthouse Gallery-ში, 19.09-22-ში https://www.instagram.com/the_arthous...   / thearthousegallery9   პოდკასტან დაკავშირებული სასარგებლო მასალები და წყაროები: მუნიციპალური კინოთეატრი საჯარო სიკეთეა    • მუნიციპალური კინოთეატრი საჯარო სიკეთეა   დისნეის ამბავი https://online.yu.edu/cardozo/blog/di... მეტალიკა ნაპსტერის წინააღმდეგ https://en.wikipedia.org/wiki/Metalli.... The Internet's Own Boy: The Story of Aaron Swartz https://www.imdb.com/title/tt3268458/ LuckyPDF http://www.themovingmuseum.com/artist... --------------------------------------- მეგობრებო, გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი. თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის. საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364 თიბისი: GE19TB7351736080100015 მიმღები: ააიპ ლიტაგორა დანიშნულება: დონაცია მადლობა ლიტაგორას ყველა მხარდამჭერს. ეს უკეთესი მასალების შექმნაში გვეხმარება! ❤ (Shout-Out თვის ყველა დონორს ოქტომბრის ბოლო ვიდეოში) Facebook   / litagora   Instagram   / litagoramagazine   Web https://litagora.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დაპირისპირება საავტორო უფლებების გამო
04:38

დაპირისპირება საავტორო უფლებების გამო

Formula News

როგორ და საიდან დავაყენოთ ფასიანი პროგრამები უფასოდ? 💱
02:19

როგორ და საიდან დავაყენოთ ფასიანი პროგრამები უფასოდ? 💱

T.M Gaming

Beyond The Mystic Mountain / იდუმალი მთის მიღმა   [ინკლუზიური სპექტაკლი]
01:43:32

Beyond The Mystic Mountain / იდუმალი მთის მიღმა [ინკლუზიურ...

Inclusive Theatre Contact

თავის დრო#48 - ხელოვნება, თავისუფლება, შიში, ცნობიერის რევოლუცია - გია ეძგვერაძე
01:50:54

თავის დრო#48 - ხელოვნება, თავისუფლება, შიში, ცნობიერის რევოლ...

თავის დრო

ლია უშარაული - ქართული სიმღერა გარმონზე \"რამდენი ხანია ეს მთვარე ამოდის\" /Georgian Song on Accordion
02:59

ლია უშარაული - ქართული სიმღერა გარმონზე "რამდენი ხანია ეს მთ...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ლია უშარაული - \"გეძებ გეძახი\" სიმღერა გარმონზე / Georgian Folk Song on Accordion with English Lyrics
01:52

ლია უშარაული - "გეძებ გეძახი" სიმღერა გარმონზე / Georgian Fo...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ლია უშარაული - იქ სადაც გაზაფხული ივლისში იწყება (სიმღერა გარმონზე) / Georgian Song on Accordion
02:55

ლია უშარაული - იქ სადაც გაზაფხული ივლისში იწყება (სიმღერა გა...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ქალავ შენი სილამაზე (კარაოკე) - თინათინ ხუჭუა / Georgian Song with English Lyrics Karaoke
03:01

ქალავ შენი სილამაზე (კარაოკე) - თინათინ ხუჭუა / Georgian Son...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ყველა ვიდეო