ახალი რესპუბლიკა | სერია 1 | ომი და მშვიდობა


ევროპული საქართველო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიას პრაიმერიზის გზით შეადგენს.

პრაიმერიზში ორი გუნდი მონაწილეობს. პირველი სიის პირველი ნომერი გიგა ბოკერიაა, ხოლო მეორე სიის - თამარ ჩერგოლეიშვილი.

მომდევნო 7 კვირის განმავლობაში ვიდეოპროექტ ახალი რესპუბლიკის ფარგლებში, გუნდები კრიტიკოსთა პანელისა და დარბაზის წინაშე 7 საკვანძო რეფორმის შინაარსის დაცვაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

პირველი სერიის თემა \"ომი და მშვიდობა' იქნება - როგორ ესმით გუნდებს მშვიდობის მნიშვნელობა და როგორ გეგმავენ ისინი ეროვნული და ინდივიდუალური უსაფრთხოების დაცვას.

კრიტიკოსთა პანელის წევრები დისკუსიის განმავლობაში კითხვებს დასვამენ, რომელთა პასუხადაც გუნდის წევრებს რეფორმის შინაარსის დაცვა მოუწევთ.

გუნდების მიერ წარმოდგენილ ხედვებს პროფესიონალურად შერჩეული ფოკუს-ჯგუფი შეაფასებს.

პრაიმერიზის განმავლობაში, მხარდამჭერებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ფავორიტ გუნდს მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ნომრებზე.

თითოეული ზარის ღირებულება არის 2 ლარი - თითო ზარით თქვენ შეიძენთ ევროპული საქართველოს გულსაბნევს.

გიგა ბოკერიას გუნდის მხარდასაჭერად დარეკეთ ნომერზე - 0 903 700 411

თამარ ჩერგოლეიშვილის გუნდის მხარდასაჭერად დარეკეთ ნომერზე - 0 903 700 410

შიდაპარტიული არჩევნები [პრაიმერიზი] 26 მაისს ჩატარდება - მხარდამჭერებს სპეციალურ საარჩევნო უბნებთან შეეძლებათ ხმის მიცემა.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, პარტიის მხარდამჭერები დელეგატებად უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე - https://europeangeorgia.ge/register