ვლოგი • პოლონეთი - «კარტა პობიტუ» | ზოგადი საკითხები პოლონეთში ცხოვრებაზე და მუშაობაზე

04/04/2021
Vajo Buturishvili-ის მიერ

ვიდეო გადაღებულია 4 აპრილს.ვსაუბრობ ზოგადად საკითხებზე რა არის საჭირო და რა უნდა გაითვალისწინოთ თუ გსურთ რომ იცხოვროთ და იმუშაოთ პოლონეთში.

ოფიციალური ჩამონათვალი დოკუმენტების რაც დაგჭირდებათ უცხოელთა დაწესებულებაში(უჟონდში) წარსადგენათ,იმისათვის რომ მოითხოვოთ ბინადრობის მოწმობა(კარტა პობიტუ)⬇️⬇️⬇️

ბინადრობის მოწმობაზე შესატანი დოკუმენტების სია სავოევოდოების მიხედვით განსხვავდება ნიუანსებში, თუმცა პოლონეთის ტერიტორიაზე დასაქმების მიზნით ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შეტანისას, საბუთების სტანდარტული პაკეტი ასე გამოიყურება:

1.  განაცხადი/ანკეტა (1, ან 2 ეგზემპლარად) - რაოდენობა უნდა დააზუსტოთ სავოევოდოს ოფისში, ან დამსაქმებელთან (სავარაუდოდ, სააგენტო დაგეხმარებათ დოკუმენტების შეგროვებაში) 

2. 4 ფოტოსურათი 3,5X4,5

3. პასპორტის  ასლი (იგულისხმება სამოგზაურო დოკუმენტის ყველა გვერდი)

4. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას,რომ გაქვთ საცხორებელი პოლონეთის ტერიტორიაზე (მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულება, ან კონკრეტულ მისამართზე დროებითი რეგისტრაციის გავლა - ე.წ. meldunek)

5. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ დაზღვეული ბრძანდებით პოლონეთის რესპუბლიკაში (თუ ლეგალურად მუშაობთ და იხდით გადასახადებს, მაშინ ZUS (Zakład Ubezpieczeń Społecznych - სოციალური გადასახადების სამსახურიდან არის შესაძლებელი ამ ცნობის აღება, ან კერძო დაზღვევის გაფორმება)

6. ქვითარი - 440 პოლონური ზლოტი უნდა შეიტანოთ, როგორც ბინადრობის ნებართვის გაცემის მოსაკრებელი და შემდეგ უკვე გადაწყვეტილება რომ გაიცემა (decyzja), 50 პოლონურ ზლოტს გადაიხდით პლასტიკური კარტის (კარტა პობიტუს) მისაღებად

7. დამსაქმებლის მიერ შევსებული და მოწოდებული დოკუმენტაცია - დანართი 1 (załącznik numer 1), შრომითი ხელშეკრულება და ა.შ.

ძალიან გთხოვთ, საბუთების შეტანამდე წინასწარ გადაამოწმოთ უჟონდთან აუცილებელი საბუთების სია!!!
ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი უნდა შეიტანოთ ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვამდე - თუ უვიზოდ ხართ, 90-ე დღემდე.
რაც შეეხება განაცხადის განხილვის ვადებს, აპლიკანტთა დიდი რიცხვიდან და კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, განხილვის ვადები ხანდახან 1 წლამდე იწელება ხოლმე.

=======================================

გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი❤️

🛑SUBSCRIBE🛑

=======================================

#ვლოგი#პოლონეთი#ახალიცხოვრება

ვაჟო ბუთურიშვილი™
Vajo buturishvili™