ნიკო ქელბაქიანი | ტოტალიტარიზმი და ტრავმა
რუბრიკა3წიგნი #6 სტუმარი: ნიკო ქელბაქიანი ლიტაგორას პროექტის მხარდასაჭერად გამოიწერეთ არხი, ახალი ვიდეოების არ გამოსატოვებლად კი დააჭირეთ ზარის ღილაკს. რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ. ტოტალიტარულ წყობებს ერთმანეთთან როგორც საერთო, ასევე განმასხვავებელი ნიშნები გააჩნიათ. ამის თქმა მეოცე საუკუნეში არსებულ არაერთ რეჟიმზეც შეიძლება. ნიკო ქელბაქიანი, აღმოსავლეთმცოდნე და ირანისტი, გასული საუკუნის სამ მაგალითს, სტანილისტურ რეპრესიებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ოთხმოციან წლებში ოპოზიციის, მათ შორის კომუნისტებისა და რეჟიმის სხვა მოწინააღმდეგეების, დევნას და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შტაზის ფენომენს მიმოიხილავს. გარდა იმისა რომ ნიკო სამივე მაგალითზე ინდივიდუალურად საუბრობს, ის ასევე გამოყოფს საერთო ნიშნებს, რომელიც ამ სამ მოვლენას ერთმანეთთან აკავშირებს. სამი წიგნი რომელზეც ნიკო საუბრობს დონალდ რეიფილდის "სტალინი და მისი ჯალათები", ერვანდ აბრაჰამიანის "წამებით მიღებული აღიარებანი" და ანა ფანდერის "შტაზილენდია". კამერა: სალომე ლეჟავა, დათო ლობჟანიძე მონტაჟი: დათო ლობჟანიძე Thumbnail: სალომე ლეჟავა მუსიკა: Godmode - To Pass Time 00:00 - შესავალი 00:15 - დონალდ რეიფილდის სტალინი და მისი ჯალათები 03:46 - ერვანდ აბრაჰამიანის წამებით მიღებული აღიარებანი 09:55 - ანა ფანდერის შტაზილენდი Facebook https://www.facebook.com/litagora/ Instagram https://www.instagram.com/litagoramag... კინო ესსე-ს ჯგუფი FB-ზე https://www.facebook.com/groups/19283... "საუბრები პოპ კულტურაზე" - ს ჯგუფი FB-ზე https://www.facebook.com/groups/51612...
Litagora-ის სხვა ვიდეოები
კავშირები და ალუზიები შავ სარკეზე სერიალის მეოთხე...
ლევან აბდუშელიშვილი | მონტაჟის როლი კინოხელოვნებაშ...
დეა ჭოლოკავა | ქაოტური პოეზია კინოში
სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე "ჩემი ოთახის" შესახებ
ალექსანდრე გაბელია | ყველა ფილმი პოლიტიკურია
მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ
ქართველი რეჟისორები კინოს შესახებ (ნაწილი I)
არის ასეთი ადგილი | დევიდ გრებერი და უტოპიები
მსგავსი ვიდეოები
მინდია არაბული და ნიკო ქელბაქიანი "ტფილისის სტამბის" შესახებ
რადიო თავისუფლება
ვზეიმობთ ლინგვისტურ მრავალფეროვნებას
Litagora
როგორ იცვლება ქართული ენა
Litagora
ყველაზე ჭკვიანი-ფინალი-მე-13 ეპიზოდი-მე-3 სეზონი; 2006წ
RUSTAVI 2
პარაზიტი - ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი
Litagora
დოსტოევსკი და კუბრიკი
Litagora
წიგნები და ქალაქები #3. სტამბოლი
Litagora
შეხვედრა ბინგოსთან
Niko Kchachirashvili