ლაშა ადამია - ჭაჭის კოშკი დაზიანებული და დანაგვიანებულია
11/05/2015
„ჩვენი ჯიბიდან წყალში გადაყრილი მილიონები“-ასე აფასებენ „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრები ბათუმში ჭაჭის თაუერის ინფარსტრუქტურის დაზიანებას. ლაშა ადამიას თქმით, ობიექტს , რომელიც ქალაქში ტურისტების ერთ-ერთ სანახაობას უნდა წარმოადგენდეს, ფუნქცია აქვს დაკარგული. უფრო მეტიც, ნაგავსაყრელადაა ქცეული. ფასადი კი დაზიანებულია. აღნიშნული ობიექტი 3 წლის წინ გაიხსნა და იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ქალაქის მერი პასუხისმგებლობას ტერიტორიის ერთ ლარად გასხვვისების გამო წინა ხელისუფლებას აკისრებს.ბათუმის მერის განცხადებით ჭაჭა თაუერის შენობის ნაწილი მერიას, ნაწილი კი ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. გიორგი ერმაკოვი მიიჩნევს, რომ ობიექტის მიმდებარე ტერიტორია მოვლილია და ადამიას პრეტენზია „რადისონის“ მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს უპირობოდ გასხვისდა.
http://tv25.ge/?page=news\u0026news_id=184...
http://tv25.ge/?page=news\u0026news_id=184...