რატომ გარბიან აჭარიდან ბიზნესმენები


ბიზნესმენები ხელისუფლებას საქმიანობაში ხელისშეშლაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი ბიზნესკურიერთან ამბობენ, მათ ხელისუფლების მხრიდან დაბრკოლებები რამდენიმე მიმართულებით ექმნებათ.    

თენგიზ იაკობაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2011 წელს ის საქართველოში ჩამოვიდა და ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში პენოპლასტის ფილების წარმოება დაიწყო. ამბობს, რომ ბიზნესი კარგად აეწყო და ბაზრის 65% აითვისა. 2013 წელს მეორე საწარმოც გააკეთა, სადაც 3 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო, თუმცა, ხელისუფლებამ უკრაინის მოქალაქეს ბინადრობის უფლება აღარ მისცა. საქართველოში ლეგალურად დარჩენისთვის მას სასამართლო პროცესებზე სიარული მოუხდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ შექმნილი პრობლემების გამო წარმოებამ იზარალა.

გარდა ამისა, ის იმასაც ამბობს, რომ საწარმოს დახურვის მიზეზი მარტო მისი მოქალაქეობა არ ყოფილა. ბიზნესმენი წლებია, ხელისუფლებისგან სამრეწველო ზონაში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. ელექტროენერგია ტერიტორიაზე საკუთარი ხარჯებით შეიყვანა, მაგრამ უხარისხო მიწოდების გამო ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა. 

ამ პრობლემაზე სხვა ბიზნესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ.

http://rustavi2.com/ka/news/47975

ვიდეოები „ახალგზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის"-ისგან