არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის მერიას არაკომპეტენტურობასა და უუნარობაში ადანაშაულებს

09.12.2015 02:44

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის" ბათუმის მერიას არაკომპეტენტურობასა და უუნარობაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ადამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ლერმონტოვის სკვერის კეთილმოწყობა ზაფხულამდე უნდა დასრულებულიყო უმცა იქ არსებული ბარაკების გამო სამუშაოები ვერ სრულდება. ლაშა ადამია 2 მილიონიანი ტენდერის შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობას ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს აკისრებს. "ამხანაგმა ერმაკოვმა 2 მილიონი გადაიხადა იმისთვის, რომ ბათუმში ყოფილიყო ბარაკების სკვერი. ტერიტორიის კეთილმოწყობა უნდა დასრულებულიყო ზაფხულამდე, მაგრამ იმის გამო, რომ მერია ვერ ფლობდა ინფორმაციას, თუ რა ეკუთვნოდა მას და რა არა, ვხედავთ დამარხულ ბარაკებს, რისთვისაც სახელმწიფომ ჩვენი ჯიბიდან 2 მილიონი ლარი გადაიხადა", - აღნიშნა ლადა ადამიამ. ლერმონტოვის სკვერის ტერიტორიაზე ბარაკებში 4 ოჯახია შესახლებული. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა მადონა ბერიძემ განაცხადა, მერია ბარაკის დატოვებას 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ სთხოვს, რაც მისთვის მიუღებელია. ამასთან, მადონა ბერიძის თქმით, სახლის გარშემო ოთხი თვის წინ მიწა და ღორღი დაყარეს, რის გამოც წვიმის დროს სახლი იტბორება. წყარო http://www.interpressnews.ge/ge/regio... http://1tv.ge/ge/news/view/112854.html

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აქცია-პერფორმანსი „თეთრ ხიდზე“
01:23

აქცია-პერფორმანსი „თეთრ ხიდზე“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ლაშა ადამია მერიას ჭაჭის კოშკის მოვლისკენ მოუწოდებს
01:04

ლაშა ადამია მერიას ჭაჭის კოშკის მოვლისკენ მოუწოდებს

ახალგზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის მერს გაზპრომთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს   Rustavi2
01:05

არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის მერს გაზპრომთან კორუფციულ...

ახალგზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის

ადამიას განცხადება დარღვევებზე   აჭარის ტელევიზია
00:53

ადამიას განცხადება დარღვევებზე აჭარის ტელევიზია

ახალგზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის

ამხანაგი ერმაკოვი პირნათლად ასრულებს პარტიულ დავალებას
01:52

ამხანაგი ერმაკოვი პირნათლად ასრულებს პარტიულ დავალებას

ახალგზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის

მიხეილ გიორგაძე ქართულ-ამერიკული ანსამბლის წევრებს შეხვდა
00:55

მიხეილ გიორგაძე ქართულ-ამერიკული ანსამბლის წევრებს შეხვდა

culturegovge culturegovge

გორგილაძის 114 ნომერში მცხოვრებლები ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ
03:28

გორგილაძის 114 ნომერში მცხოვრებლები ეკონომიკის სამინისტროს წ...

ახალგზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის

აქცია ქუთაისში
00:48

აქცია ქუთაისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო