მარადი ქმარი

22.03.2021 02:07:09

მარჯანიშვილის თეატრი
ორმოქმედებიანი პიესა

პრემიერა გაიმართა 1997 წლის 14 იანვარს.

ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების  „მარადი ქმარი“- ს  მიხედვით.

დამდგმელი რეჟისორი - თემურ ჩხეიძე;
ინსცენირების ავტორი - თამაზ გოდერძიშვილი;
მხატვარი - იური გეგეშიძე;
კომპოზიტორი - გივი გაჩეჩილაძე;
რეჟისორის თანაშემწე - ლია მამიაშვილი.

„მარადი ქმარი“ დოსტოევსკის ცნობილი პროზაული ნაწარმოებია, რომლის ინსცენირებაც ქართველ დრამატურგს და მთარგმნელს თამაზ გოდერძიშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში ორი მთავარი მოქმედი გმირია: ერთი-ახალგაზრდა, სასიყვარულო რომანებით განთქმული ალექსანდრე ველჩანინოვი (მიხეილ გომიაშვილი) და მეორე - პავლე ტრუსოცკი (ნოდარ მგალობლიშვილი), პროვინციული ქალაქის ჩინოვნიკი. ველჩნიოვი და ტრუსოცკის მეუღლე, ნატალია ფარული საყვარლები ხდებიან. ნატალიას უჩნდება შვილი. ბავშვის დაბადების შესახებ არაფერი იცის ველჩანინოვმა, რომელსაც ამ სასიყვარულო რომანის შემდეგ 9 წელი არც ჰქონია ურთიერთობა ამ ოჯახთან. 9 წლის თავზე, დაქვრივებული ტრუსოცკი ჩადის პეტერბურგში ველჩანინოვთან. სწორედ აქ იწყება მთავარი კონფლიქტი მუდამ მოტყუებულ ქმარსა და ახალგაზრდა ლაველასს შორის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub