გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება


თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც სოფელ მანავის ტერიტორიაზე ჩატარებულ საქმეებთან დაკავშირებით, ორი მოწმე: ზაქარია ხატიაშვილი და გელა ქალაქურაშვილი დაიკითხნენ. საქმე ეხება სოფელ მანავში ასლან გარსევანიშვილის ორგანიზებით მიმდინარე გზის რეაბილიტაციას და ამ პროექტზე გახარჯულ თანხებს. მოწმეებმა სასამართლოზე მანავში მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობა დაადასტურეს.
გიორგი სიბაშვილის განმარტებით, პროკურატურა საქმის განხილვას განზრახ აჭიანურებს. გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს ბრალი დანაშაულებრივი ქმედების 3 ეპიზოდში ედება, რომელიც ფინანსების უკანონო ხარჯვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს. სიბაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 12 ნოემბერს 13:00 საათზეა ჩანიშნული.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1bCGPkd

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან