ეპიდემიური ვითარება საქართველოში

23.03.2022 01:33

საქართველოში კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატის „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია ჩამოვიდა. მედიკამენტი ზღუდავს ვირუსის გამრავლების უნარს და ინფიცირების დადასტურებისთანავე, გამოყენების შემთხვევაში, 90%-მდე იცავს პაციენტს გართულებისგან. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია მედიკამენტის გამოყენების პროტოკოლი, განისაზღვრა პრიორიტეტული პაციენტები, ისინი ძირითადად მაღალი რისკის მქონე პირები არიან. მკურნალობის კურსი 5-დღიანია და მედიკამენტს პაციენტები უფასოდ მიიღებენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გამოწვეული გართულებები საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის დაღუპვის მიზეზი გახდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: